понедельник, 13 июля 2015 г.

6 მცენარე, რომელიც კოღოებს აფრთხობს

6 მცენარე, რომელიც კოღოებს აფრთხობს – გაატარე ზაფხული ნაკბენების გარეშე! სითბოს დადგომისთანავე კოღოს სეზონიც დგება. ამ მავნებელი მწერის ნაკბენისგან არავინაა დაზღვეული, არადა, ქიმიური საშუალებებით მათი მოგერიებაც არ გვინდა.
ისევ ბუნებამ იზრუნა ჩვენზე. არსებობს რამდენიმე არაჩვეულებრივი მცენარე, რომელიც აფრთხობს კოღოს და სადაც ისინი იზრდებიან, მწერი იქ არ გაჭაჭანდება.დარგე ისინი თუნდაც აივანზე და დაივიწყე კოღოს არასასიამოვნო ნაკბენები.

მელისა, პიტნა, რეჰანი ან როზმარინი – ამ მცენარეებს მძაფრი ეთერზეთების არომატი აქვს, რაც კოღოებს ძალიან არ მოსწონთ. შეგიძლია, უბრალოდ, წაისვა რომელიმე ამ მცენარის ფოთოლი კანზე და მშვიდად იყო, კოღო არ მოგეკარება.











ჩვეულებრვი პომიდორიც აფრთხობს სისხლისმწოველებს. დარგე ის ქოთანში, დაიცავი თავი კოღოებისგან და თან დატკბი სახლში მოყვანილი პომიდვრის გემოთი.











პელარგონია არა მხოლოდ დააფრთხობს მავნებლებს, არამედ დაგატკბობს თავისი სილამაზით.








ნიორი – განსაკუთრებით ეფექტური საშუალებაა, რომელიც კოღოების დაფრთხობასთან ერთად, დიასახლისობაშიც გამოგადგება.











ლავანდა – არა მხოლოდ კოღოებს აფრთხობს, არამედ ჩრჩილსაც ანადგურებს სახლში. ერთადერთი მინუსი ამ მცენარეს ის აქვს, რომ ფუტკრებს იზიდავს.








კაკალიც ის მცენარეა, რომელიც კოღოებს აფრთხობს. შეგიძლია, უბრალოდ, დაყარო ვაზაში მისი ნაჭუჭები და იყო მშვიდად, კოღო თქვენს ოთახში არ გაჭაჭანდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий