вторник, 2 февраля 2016 г.

შემაღლებული კვლები ბაღში და ბოსტანში


ყოველწლიურად იზრდება იმ ფერმერთა თუ მოყვარულთა რიცხვი, რომლებიც საკუთარ მეურნეობაში (კარ-მიდამოში, ბოსტანში და ა.შ) იყენებენ შემაღლებული (აწეული) კვლების ტექნოლოგიას.

არსებობს დასახელების რამოდენიმე ვარიანტი: თბილი, მაღალი, აწეული… თუმცა მთავარი პრინციპია და არა დასახელება.

kvali_marali_khe_73645453533330372შემაღლებული კვალს (მწკრივს) აქვს რამოდენიმე უპირატესობა, მათ შორის: ნაყოფიერი ნიადაგის კონკრეტულ ადგილზე შეტანა, დრენაჟის შესანიშნავი გარანტიაა-არ იტბორება, აადვილებს მცენარეთა დაცვას, განოყიერებას, დეკორატიულია და ა.შ.


როგორ გავაკეთოთ შემაღლებული კვლები
  • აირჩიეთ გამოუყენებელი ადგილი;
  • გაწმინდეთ სარეველებისგან;
  • გადაბარეთ;
  • შემოსაღობად გამოიყენეთ, ხის მასალა, პლასტიკატი, კრამიტი და ა.შ;
  • სიმაღლე უნდა იყოს დაახლოებით 30 სმ;
  • ქვედა (უხეში) ფენა 10 სმ — ვაწყობთ: მშრალ ტოტებს, გამხმარ ფოთლებს, ხის ქერქს, ჩალას, ლერწამს (შეგიძლიათ გამოიყენოთ, ის რაც გაქვთ).
  • შემდეგ 10 სმ-ზე ვიყენებთ ორგანული სასუქს.
  • ბოლოს კი კარგ, ნაყოფიერი მიწას ვყრით.
  • ვრწყავთ კარგად და რამოდენიმე დღით ვტოვებთ, ამ დროს რეკომენდირებულია შავი მასალის (ცელოფანი, ხელოვნური მულჩი) გადაფარება.
მორჩა, შემაღლებული კვლები მზადაა!
aweulii_kvlebi_4994045711119075
უხვ მოსავალს გისურვებთ!
 http://agrokavkaz.ge/pdf/bambukis-moqhvanis-agroteqnologia.html

Комментариев нет:

Отправить комментарий