понедельник, 15 февраля 2016 г.

ფისტას (ფსტა-Pistacia vera L.) წარმოების პერსპექტივები საქართველოში

ფისტას წარმოების პერსპექტივები

1. ზოგადი ინფორმაცია ფისტის შესახებ
ფისტა, ფსტა (,,фисташка”) ერთ – ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია. მისი ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე დიდად აღემატება ნიგვზის, თხილისა და სხვა კაკლოვნების ღირებულებას.
ფისტას სხვა კაკლოვანებთან, მათ შორის თხილთან ფარდობით, განსაკუთრებით მდგრადი ბაზარი გააჩნია.
საერთაშორისო მარკეტოლოგი–ექსპერტები თვლიან, რომ ფისტის ფასების დაცემა მოსალოდნელი არაა. პირიქით, ჩნდება მისი გამოყენების ახალი ნიშები. შესაბამისად, პლანტაციების რაოდენობა მთელ მსოფლიოში იზრდება. აღსანიშნავია, რომ ამ დარგში, კერძოდ კი ახალი ჯიშებისა და დამუშავების ტექნოლოგიებში სოლიდურ ინვესტიციებს აკეთებენ შუა აზიის ქვეყნები და ჩინეთი.
ფისტა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც, ფართოვდება შიდა ბაზარი.
ფისტა, როგორც საწარმოო კულტურა, უპირველეს ყოვლისა, ნაყოფის საკვები თვისებებით და ფასითაა საინტერესო, მაგრამ იგი ამავე დროს დიდად საინტერესო და პერსპექტიულია ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული წარმოებისათვის, ასევე–ჰომეოპათიისათვის.
საინტერესოა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც: ხარობს ზღვის დონიდან 1700 – მდე, ნახევრად უდაბნოების პირობებში, დიდად გვალვაგამძლეა, არ ითხოვს მოვლას, ამაგრებს ნიადაგს და მნიშვნელოვანია ეროზიასაშიში ზონების გასამაგრებლად. ამგვარი ტერიტორიების ხვედრითი წილი საქართველოში, საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით – სამხრეთის საზღვრების მიმართულებით (ყაზახური სელექციური ჯიშები ზღვის დონიდან 2 200 მეტრამდე ადის, რაც სამცხე –ჯავახეთისათვის ახალ პერსპექტივებს ხსნის).
2. საქართველოში ფისტის წარმოების პერსპექტივები
ფისტაფისტა საქართველოში ოდითგანვე ყოფილა გავრცელებული. იგი მოხსენიებულია ,,ხილთა ქებაშიც”. ქართულ ენაზე არსებული სინონიმების სიმრავლეც (ფსტა, ბუსტული, ფისტილი. ფუსტული…) ადასტურებს ოდესღაც მის ფართო გავრცელებას. ამჟამად ფისტა ჩვენში აღარაა.
საქართველოში ფისტას პლანტაციების გაშენებას მნიშვნელოვანი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა ექნება. ფისტის პლანტაციების წარმოება დროსა და რესურსებს მოითხოვს, მაგრამ მრავალმხრივ ეფექტს მისცემს მომავალ თაობებსაც (ფისტა მოსავალს 300 წელი იძლევა)
წინამდებარე სტატია მიზნად არ ისახავს მკითხველისათვის ბიზნეს–გეგმის წარდგინებას. აქ მხოლოდ იმ ძირითად პლიუსებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება რომელიც ამ კულტურის აღდგენამ შეიძლება მოუტანოს საქართველოს:
ფისტის კულტურის აღდგენამ ქვეყანას შეუძლია მოუტანოს დიდი ეკონომიკური მოგება. ციფრები აქ არ მოგვყავს, მაგრამ ისინი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, განსაკუთრებით თუკი ფისტის კაკალთან ერთად გალების და წარმოებასაც განვავითარებთ. (გალების წარმოება ყველა ქვეყანაში არ ხერხდება ბუნებრივი პირობების გამო).
ფისტის გაშენება შეიძლება იქ, სადაც სხვა კულტურები ნაკლებად ხარობს, განსაკუთრებით აზერბაიჯანისა და, ნაწილობრივ, სომხეთის მოსაზღვრე რაიონებში. ამ რეგიონებში ადგილობრივ მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვანი ამოცანაა.
ფისტა, გვალვიანი რაიონებისათვის საუკეთესო ეროზიასაწინააღმდეგო მცენარეა. მისი მეშვეობით შეიძლება ეროზიული პროცესების პრობლემურ რაიონებში შეჩერება. ამგვარი ტერიტორიების ხვედრითი წილი საქართველოში საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით – სამხრეთის საზღვრების მიმართულებით (ყაზახური სელექციური ჯიშები ზღვის დონიდან 2 200 მეტრამდე ადის, რაც სამცხე –ჯავახეთისათვის ახალ პერსპექტივებს ხსნის).
აღსანიშნავია, რომ ფისტას არ ჭირდება გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მასში ინვესტირება.
3. ფისტის სამონასტრო ბაღებში გაშენების მნიშვნელობა
მიუხედავად სოლიდური შემოსავლისა, რომელსაც ფისტის პლანტაცია იძლევა, ქართული ბიზნესი ჯერ კიდევ არაა ამ სფეროთი სათანადოდ დაინტერესებული. ამის ძირითადი მიზეზია გამოცდილებისა და მაგალითის არარსებობა, რის გამოც ფისტის წარმოება მეცნიერებად და რისკტევად ობიექტად აღიქმება. არის სხვა პრობლემაც– ინვესტიციის უკუგება გვიან იწყება. ქართული კერძო ბიზნესი გრძელვადიან ინვესტიციებზე, ჯერჯერობით, ვერ იქნება ორიენტირებული.
ინიციატივა ამ სფეროში, თავის თავზე უნდა აიღოს დროში მდგრადმა ინსტიტუტებმა. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია: ფისტის (და სხვა პერსპექტიული კულტურების) წარმოება და სადედე პლანტაციების მშენებლობა უნდა დაიწყოს საპატრიარქოს უნივერსიტეტსა და სამონასტრო ბაღებში.
მცენარეები და ცოდნა სწრაფად გავრცელდება მონასტრების მიმდებარე რეგიონებში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება ქვეყნისათვის, მაგრამ გარდა ამისა:
– ფისტის წარმოების განვითარებით სამონასტრო ბაღებში მათ საუკუნოდ
სახსარი გაუჩნდებათ (ფისტა 300 წელს იძლევა კარგ მოსავალს).
უპირველეს ყოვლისა, ფისტის გაშენება რენტაბელური იქნება აზერბაიჯანის მონაპირე ტერიტორიებზე არსებული მონასტრებისათვის. მაგალითად დავით გარეჯისათვის, სადაც იგი ისტორიულად ხარობდა. წინასწარი მონაცემებით შეიძლება შეირჩეს ჯიშები სომხეთის საზღვრისმონაპირე მონასტრებისათვის, მაგალითად ფოკასთვის.
კარგად იხარებს შირაქში და ალაზნის მლაშობებზე. საცდელი პლანტაცია სნოში უკვე შენდება. კავკასიონის ფერდებზე პლანტაციის გაშენებამდე ექსპერიმენტები იქნება საჭირო.
სამონასტრო ბაღებში ფისტის გაშენება, მოსახლეობაშიც შეიტანს ცოდნასა და სამეწარმეო კულტურას და პლანტაციები სამონასტრო ბაღებიდან საკმაოდ სწრაფად გავრცელდება კერძო სექტორშიც.
ესკიზურ რუკაზე მწვანე ფერად გამოხატულია ის საორენტაციო რეგიონები, სადაც ფისტის წარმოება რენტაბელური იქნება. ყვითლად სავარაუდოდ რენტაბელური რაიონები, სადაც დამატებითი ექსპერიმენტებია საჭირო.
4. პირველი ნაბიჯი
rukaროგორც უწმინდესი ბრძანებს, მნიშვნელოვანია სწორად გავიაზროთ პირველი ნაბიჯი.
პირველი ნაბიჯი ესაა მთელი ინფრასტრუქტურის სისტემური სტრატეგიური გააზრება, ბიზნეს და ტექნოლოგიური გეგმის მომზადება. ეს სამუშაო საქართველოს საპატრიაქროს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მიმდინარეობს.
მეორე ნაბიჯი ესაა სადედე – სანერგე პლანტაციის გაშენება. ამგვარი პლანტაცია, თავდაპირველად უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ უნდა გაშენდეს, რადგან მას მუდმივი სამეცნიერო–ტექნოლოგიური თანხლება დაჭირდება.
ფისტასტატიის მიზანი არაა მკითხველისათვის გეგმის წარდგინება. აღვნიშნავთ, მხოლოდ: რეალურია 3 მილიონამდე ადაპტირებული საუკეთესო ჯიშის ნერგის გამოყვანა და მიწოდება მონასტრებისა და წარმოებისათვის. ეს რაოდენობა პირველ ათწლეულში, ვფიქრობთ, საკმარისი იქნება.
5. საქართველოში ფისტის წარმოების პრობლემები
ფისტის წარმოება – რეალიზაცია ქვემოთ ჩამოთვლილ ძირითად ეტაპებს მოიცავს:
1. ჯიშების შერჩევა
2. დარგვის ტექნოლოგია
3. კრეფის ტექნოლოგია
4. გადამუშავების ტექნოლოგია
5. მარკეტინგული ტექნოლოგიები
6. თანამდევი წარმოება
შევეცადოთ, მოკლედ მიმოვიხილოთ ის პრობლემები, რომლებმაც თითოეულ ეტაპზე შეიძლება იჩინოს თავი:
პირველი ამოცანა თუ პრობლემა ისაა, ყველა ეს ეტაპი, მთლიანად ინფრასტრუქტურა, ერთიანობაში, როგორც ერთი მთლიანი იქნეს გააზრებული.
5.1. ჯიშების შერჩევა
დროითი თვალსაზრისით, ეს პირველადი ამოცანაა. ინტერნეტში 200–მდე ჯიში მოვთვალეთ, ზოგიერთი წყარო 400–მდე ჯიშს ასახელებს. თითოეულ ამ ჯიშთაგანს აქვს თავისი სპეციფიკა, თავისი ნიუანსები, პლიუსები და მინუსები. მათი არასწორი ან არასრული გააზრება თავს მრავალი წლის შემდეგ გამოავლენს.
ჯიშები ოპტიმალურად უნდა შეირჩეს თითოეული რაიონისათვის და ამ შერჩევის დროს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, როგორც საწარმოო, აგრო–ტექნიკური და სხვა მახასიათებლები, ასევე– მარკეტინგული პერსპექტივა. ეს სამუშაოები ყველა რეგიონისათვის ინდივიდიალურად უნდა ჩატარდეს.
მაგალითად, მთელი პროცესის ერთიანი გააზრების შედეგად, ჩვენ ვთვლით, რომ თურქული ჯიშების გაშენება არ შეიძლება, თუმცა ისინი ცუდი არაა. ასევე, არ ვთვლით, რომ კალიფორნიული ჯიშების შემოტანა იქნება მარკეტინგულად სწორი.
თუკი ამჟამად ფისტის არაოპტიმალური ჯიშები გავრცელდა სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელი იქნება.
5.2. დარგვისა და მოვლის ტექნოლოგია
მათზე არა მარტო მოსავლის რაოდენობა და ხარისხია დამოკიდებული, არამედ, რამდენად სწრაფად დაიწყება მოსავლის მიღება. ამ სფეროში ჩვენ ისრაელის გამოცდილებას ვანიჭებთ უპირატესობას.
5.3. კრეფისა, დამუშავების ტექნოლოგია და გადამუშავების ტექნოლოგია
აქ ცხადია, ამერიკულ ტექნოლოგიები უნდა იქნეს გამოყენებული. ჯიშებიც ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ ისინი ამ ტექნოლოგიებს დაექვემდებარონ. ყველა ჯიში არ ექვემდებარება ამ ტექნოლოგიებს და არსებულ ტექნიკას.
5.4. მარკეტინგული ტექნოლოგიები
მარკეტინგული სამუშაობი პლანტაციის ჩაყრის დღიდანვე უნდა მიმდინარეობდეს. ამ თვალსაზრისით პერსპექტიული ჩანს ”ფისტის მწარმოებელთა ასოციაციის გაძლიერება”.
5.5. თანამდევი წარმოება
ეს, პლანტაციის დაგეგმვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარამეტრია. ფისტის პლანტაცია სრულ მსხმოიარობას გვიან იწყებს და აუცილებელია ამ პერიოდში ნაკვეთი თანამდევი მცენარეებით დაკავდეს, რომლებიც ფისტის განვითარებას ხელს არ შეუშლიან. ასეთი მცენარეების შერჩევა ცალკე ამოცანაა.
6. მარკეტინგი
ფისტა მარკეტინგულად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ კულტურად ითვლება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში 2002 წელს იწარმოებოდა 548 759 მეტრული ტონა (მტ) ფისტა. აქედან ირანი აწარმოებდა 300 000 –ს.
ამერიკის შეერთებული შტატები 127 010–ს, თურქეთი 40 000–ს, სირია 39 208–ს, ჩინეთი 26 000 –ს. ირანში ფისტას პლანტაციებს ეკავა 280000 ჰექტარი, აშშ–ში– 44 000 ჰექტარი.
ფისტის პლანტაციები არსებობს ირანში, ამერიკაში, საბერძნეთი, სირიაში, ესპანეთში, იტალიაში, თურქეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სირიაში, ავღანეთში. მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე ფისტის ძირითადი მიმწოდებლები არიან ირანი და აშშ. მათი პროდუქცია ითვლება განსაკუთრებით კონკურენტუნარიანად. საერთაშორისო ბაზარზეც, ეს ორი ქვეყანა გვევლინება ძირითად კონკურენტებად. ორივე მხარის მარკეტოლოგებს ლიტერატურაში მოჰყავთ თავისი პლიუსები. ამ მასალების განხილვის შედეგად, ჩვენ ქვემოთ აღწერილი შთაბეჭდილება ჩამოგვიყალიბდა.
ირანულ და ამერიკულ პროდუქციის კონკურენციაში, ერთმანეთს უპირისპირდება ერთის მხრივ საუკეთესო ბუნებრივი პირობები და საუკუნოვანი გამოცდილება (ირანი) და წარმოების თანამედროვე სამეცნიერო–ტექნოლოგიური მიღწევები (აშშ).
ფისტის წარმოებაში მსოფლიო ლიდერი მრავალი საუკუნის მანძილზე ირანი იყო. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ამერიკელ ფერმერებს გზა გაეხსნათ საერთაშორისო ბაზარზე. სან ხოაკინის ველზე გაშენებულია მსოფლიოში უდიდესი, 11 700 ჰექტარის ფართის პლანტაცია.
ირანის ბუნებრივი პირობები უკეთესია ფისტის წარმოებისათვის. ამდენად, უშუალოდ ნედლეული უკეთესი ჩანს.
თანამედროვე ტექნოლოგიების საუკეთესო მაგალითია ფისტის მოშენების, გადამუშავებისა და რეალიზაციიის კალიფორნიული სისტემა. ამერიკაში ფისტის წარმოება ერთ–ერთ ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე წარმატებულ სასოფლო–სამეურნეო მიმართულებად ითვლება. საცდელი პლანტაციები კალიფორნიაში 1960 წელს გაშენდა. უშუალოდ ნერგები კი 1930 წელს შეიტანეს ირანიდან.
ამერიკული ნედლეული იგებს: მაღალრენტაბელური ჯიშების, ნედლეულის კრეფის, გადამუშავების, შეფუთვის ტექნოლოგიებისა და რაც მთავარია უკეთესი მარკეტინგული მომსახურების ხარჯზე. ამერიკაში სოლიდური ინვესტიციები კეთდება ფისტის მრეწველობაში, მათ შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევით, ჯიშების გამოყვანისა და საპროექტო სამუშაოებში.
ტექნოლოგიური დეტალების საილუსტრაციო მაგალითი: ირანში ფისტის კაკალს ბერტყავენ და მიწიდან კრეფენ გაშრობის შემდეგ. ამ დროს წეგო ეწებება ნაჭუჭს, მოცილებისას კი ჩნდება ლაქები და სასაქონლო სახე უარესდება. ამერიკული ტექნოლოგია მოკრეფის შემდეგ წყლის ჭავლით აცლის წეგოს. ეს მოითხოვს დიდი რაოდენობით წყალს, რისი საშუალებაც ირანელ მეწარმეების უმეტესობას არა აქვს. სხვათაშორის, ჩვენს სამომხმარებლო ქსელში არსებული წითელი ფისტა, სწორედ ამ ლაქების დასაფარავადაა შეღებილი. ბუნებრივად იყო მოყვითალო–ჭუჭყიანი ფერისაა.
საქართველოში რეალურად არსებობს პირობები ფისტის წარმოებისას გაერთიანდეს ორივე მხარის პლიუსები.
დღეს მრავალი ქვეყანა ცდილობს განავითაროს ფისტის წარმოება. ამის კარგი მაგალითია შუა აზიის ქვეყნები. ყაზახეთსა და უზბეკეთში არსებობს ფისტის წარმოების განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები. ისინი მოიცავენ სასელექციო სამუშაოებსაც.
7. სისტემატიკა
თუთუბოსებრთა ოჯახში (Anacardiaceae), გაერთიანებულია 80 – მდე გვარი. მათ შორის: საკმლის ხე, თუთუბო, თრიმლი და ფსტა (ფისტა).
უშუალოდ ფისტას გვარში (Pistacia) 20 – მდე სახეობა შედის. მათ შორის ჩვენში ცნობილია ნამდვილი ფისტა (Pistacia vera L.) და კევის ხე (Pistacia mutica F. et M.). აღსანიშნავია, რომ ამ გვარში შემავალ სახეობათაგან საკვებად მხოლოდ,,ნამდვილი ფისტა” (Pistacia vera L.) გამოიყენება. აქ მხოლოდ ამ სახეობაზეა საუბარი.
8. გავრცელება
ნამდვილი ფისტას (Pistacia vera L.) ყველა სახეობა წინა და შუა აზიასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშია გავრცელებული. კულტივირებული ფისტას დიდი მასივებია ირანში, სირიაში, თურქეთსა და აშშ – ში.
ამჟამად ფისტა საქართველოში აღარაა. გადაშენების მიზეზები უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ისინი კომპლექსურია:
- ფისტას გავრცელების რაიონებში ხე იშვიათობაა და მწყემსები შეშად პრაქტიკულად მხოლოდ ფისტას იყენებდნენ
- ინტენსიური მეცხვარეობა ანადგურებდა ნორჩ მცენარეებს
- ამ რაიონებში, უკეთესი ბალახის ამოსასვლელად, ტრადიციულად წვავდნენ ბალახს და მცენარეულობაც ეწირებოდა.
9. ზოგადი აღწერა
ფისტა 7 მეტრამდე სიმაღლის ხეა. გვხვდება 2 – 6 ამონაყრიანი ბუჩქის ფორმითაც. ბუჩქების სიმაღლე 3 მეტრამდეა. კულტურაში ფისტა ხედ უნდა გაიზარდოს, მისი დაბუჩქება არარაციონალურ მოვლა – პირობებზე მიუთითებს.
ღეროები პირველ წელს გლუვია, ყავისფერი, მეორე წლიდან რუხი ქერქით იფარება.
ფოთლები ყვავილობის შემდეგ ან ერთდროულად იწყებენ განვითარებას, ფართოა, ოვალური ან კვერცხისებრი, ხასხასა მწვანე. განლაგებულია მჭიდროდ, ზემოთა მხრიდან პრიალა, ხოლო ქვემოთა მხრიდან გლუვი ზედაპირი აქვთ.
ყვავილები შეკრებილია საგველა ყვავილედად. ორსახლიანი მცენარეა. იმტვერება ქარით. ბუნებრივი განვითარებისას მამრობითი ხეების რაოდენობა აჭარბებს მდედრობითს.
ეს იმ აუცილებლობითაა განპირობებული, რომ ხეები ერთმანეთისაგან დაშორებით იზრდება და არასდროს ეხებიან ერთმანეთს ფესვებით. ირანში ყვავილობას იწყებს აპრილის დასაწყისში. მამრობითი ყვავილები ცოტათი ადრე იშლება, რაც ხეების სქესის გარჩევის საშუალებას იძლევა. ყვავის 3 – 4 დღე.
ფუტკრით დამტვერვის შესახებ მონაცემები ვერ მოვიპოვეთ. არაა მონაცემები თაფლოვანობის შესახებ. ალბათ იმიტომ, რომ ფისტა სულ 3–4 დღეს ყვავის. მისი გავრცელების არეალში კი, საკვები ბაზის სიმწირის გამო საერთოდ ფუტკარს ნაკლებად აშენებენ ფისტის ნაყოფი კაკალია.
ნაყოფი შედგება ორი ლებნისაგან; ნაჭუჭი თხელია. ისხამს ყოველწლიურად, მაგრამ ორ – სამ წელიწადში ერთხელ განსაკუთრებით მაღალი მოსავალი იცის. ირანული მონაცემებით ნაყოფი მწიფდება აგვისტოში, თურქული მონაცემებით – სექტემბერში.
ბუჩქების ფესვთა სისტემა 15 მეტრამდე ჩადის, ხოლო ხეების – 30 მეტრამდე. (შუა აზიური მონაცემები); ცოცხლობს 300 – დან 700 წლამდე.
10. შემადგენლობა
ქვემოთ მოტანილი ციფრები, აღებულია სხვადასხვა სამეცნიერო წყაროებიდან. ფისტის სხვადასხვა ჯიშებისა და სხვადასხვა პირობებში წარმოებული ფისტისათვის ისინი შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ფისტას თესლები შეიცავს 68% ცხიმს, 18-22% ცილოვან ნივთიერებებსა და 17% –მდე ნახშირწყლებს, ფოთლები შეიცავს 10% ტანინებს, მათი რაოდენობა გალებში 30-50%–ია. თესლების კვებითი ღირებულება ასეთია: (100 გრამზე) – კალორიულობა 630 კილოკალორია – ცილები 22 გრამი – ნახშირწყლები 14 გრამი – ცხიმები 54 გრამი.
ფისტის თესლების ქიმიური შემადგენლობა ასეთია:
მონო და დისაქარიდი: 2.0 გრ.
სახამებელი: 50.0 გრ.
საკვები ბოჭკოები: 0.3 გრ
ნაცარი: 3.0 г
ვიტამინი B1: 1.0 მგ
ვიტამინი B2: 0.2 მგ
ვიტამინი B3: 1.0 მგ
ვიტამინი B6: 0.5 მგ
ვიტამინი B9: 40.0 მკგ
ვიტამინი E: 6.0 მგ
ვიტამინი H: 10.0 მკგ
ვიტამინი PP: 10.0 მგ
ქოლინი: 90.0 მგ
რკინა: 60.0 მგ
კალიუმი: 600.0 მგ
კალციუმი: 250.0 მგ
სილიციუმი: 50.0 მგ
მაგნიუმი: 200.0 მგ
ნატრიუმი: 25.0 მგ
გოგირდი: 100.0 მგ
ფოსფორი: 400.0 მგ
ქრომი: 30.0 მგ
ალუმინი: 1500.0 მკგ
ბორი: 200.0 მკგ
ვანადიუმი: 170.0 მკგ
იოდი: 10.0 მკგ
კობალტი: 5.0 მკგ
მარგანეცი: 3800.0 მკგ
სპილენძი: 500.0 მკგ
მოლიბდენი: 25.0 მკგ
ნიკელი: 40.0 მკგ
კალა: 35.0 მკგ
სელენიუმი: 19.0 მკგ
ტიტანი: 45.0 მკგ
სტრონციუმი: 200.0 მკგ
ცინკი: 2800.0 მკგ
ცირკონიუმი: 25.0 მკგ
ფისტა საფრთხილოა თავისი ეთეროვანი ზეთებით. ითვლება, რომ მოხმარების დღიური ნორმა 10–15 ცალზე მეტი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება. მზის სხივების ზემოქმედებით ფისტა გამოყოფს ეთერზეთებს. მათ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამიტომ ფისტის მოსავალს ღამით აგროვებენ.
11. გამოყენება მედიცინაში
ფისტას ოფიცინალურ მედიცინაში გამოყენების რამდენიმე მიმართულება არსებობს, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა, რომ იგი იძლევა ძვირფას, ოფიცინალურ სამედიცინო ნედლეულს – გალებს. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი ფისტასაგან გალების წარმოება ყველა ქვეყანაში არ ხერხდება.
შირაქსა და დავით გარეჯში, წინასწარი შეფასებით რეალური იქნება გალების სამრეწველო წარმოება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პლანტაციების შემოსავალს. ლიტერატურაში აღწერილია ფისტის ხალხურ მედიცინაში გამოყენების დიდი გამოცდილება. ხალხური მედიცინა იყენებს ფისტის ნაყოფსა და ფისს. ფისს აგროვებენ აგვისტო– სექტემბერში. ფისტას იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას თირკმლების, კუჭის ტკივილის დროს, როგორც ღებინების საწინააღმდეგო, ზოგადგამაჯანსარებელ, გულის მდგომარეობის გამაუმჯობესებელ, სპერმის რაოდენობის ზრდისა და ხველის შემამცირებელ საშუალებას.
წყალზე დაყენებულ ფისტას თესლებსა და თვით თესლებს იყენებენ ტუბერკულოზის, სისხლნაკლულობის დროს. ფისს იყენებენ ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ, გამოიყენება ანემიისა და ასთენიის დროს. ჰარემში სტუმრობამდე 2 საათით ადრე, აუცილებლად მიირთმევდნენ სპეციალურად შემზადებულ ფისტას.
12. გამოყენების არასამედიცინო სფეროები
სამედიცინო (გალები) გამოყენება პერსპექტიული ბიზნეს–ნიშად შეიძლება იქცეს, მაგრამ დღეს, ფისტა შემოსავალს თესლის საკვებად და კულინარული გამოყენებიდან იძლევა. ფისტის თესლებს სასიამოვნო გემო და არომატი აქვს. მას ჭამენ უმად, დამარილებულს ან მოხალულს. ზოგიერთ ქვეყანაში მარინებულსა და გამხმარ ფისტას ხორცისა და თევზის საკმაზად იყენებენ. იყენებენ ნაყინში, ტორტებში, მარციპანებში, ყავის სუროგატად. ფისტის ზეთი გამოიყენება ძეხვის წარმოებასა და საკონდიტრო წარმოებაში. პოპულარულია ლუდთან და ა.შ. საინტერესოა, რომ მუდმივად ჩნდება ფისტის საკვებად გამოყენების ახალი სფეროები.
ფისტა, როგორც ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლის საშუალება, რეალური და პერსპექტიულია. მას შუა აზია ამ მიზნით დიდი ხანია წარმატებით იყენებს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ფასეულია უზბეკეთის გამოცდილება. იგი ხარობს ისეთ მშრალ ადგილებშიც, სადაც სხვა ხეები არ ხარობს. ხარობს კლდეებზეც და იცავს მათ ჩამოშლისაგან.
ფისტის ხეების დასერვით იღებენ ფისს. ფისს მრავალ სფეროში აქვს გამოყენება, მაგრამ ხეებს აკნინებს. ამიტომ, ფისს ძირითადად ბებერი ხეებიდან აგროვებენ, ჩვენთან, უახლოეს 300 წლის მანძილზე ფისის წარმოება არარენტაბელური იქნება– მერე შეიძლება.
კარგი შეშა და მერქანია, მაგრამ ამ საკითხის განხილვაც 300 წლით გადავდოთ.
13. გამრავლება
ნიადაგის შერჩევა. ნიადაგისადმი მომთხოვნი არაა, მაგრამ ამჯობინებს კარგ ჰაერ- და წყალშეღწევად ნიადაგებს. ცოტაა მცენარე, რომელიც მარილიან ნიადაგებზე ასე კარგად ხარობდეს.
ჰავა. ერთ – ერთი ყველაზე გვალვაგამძლე მცენარეა. მცენარე არ იღუპება 60 გრადუს სითბოზე, 50 გრადუსზე კი ჩვეულებრივად იძლევა მოსავალს. უძლებს 40 გრადუს ყინვასაც.
წყალი. დიდად გვალვაგამძლეა. არსებობს შუა აზიური ექსპერიმეტული მონაცემები, რომ მორწყვა ზრდის მოსავლის რაოდენობას და აჩქარებს მცენარის ზრდას. ეს მონაცემები, ვფიქრობთ უფრო სანერგე მეურნეობებისათვისაა გამოსადეგი.
მდედრობითი და მამრობითი ხეების თანაფარდობა. პლანტაციაში საკმარისია 10 მდედრობით ხეზე ერთი მამრობითის გაშენება.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ფესვთა ამონაყრითა და მყნობით. რაც შეეხება მყნობით გამრავლებას. საძირედ შეიძლება გამოდგეს საკმლის ხე, მაგრამ ეს მასიურად მიზანშეუწონელია. საქმე იმაშია, რომ ფისტის ბევრი ჯიში ადის 1700 მეტრ სიმაღლემდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოსათვის. საკმლის ხე კი, ვერ სცილდება 1000 მეტრს. საკმლის ძირზე ნამყენი ეგზემპლარების გავრცელების არეალი, არ იქნება საინტერესო. (ექსპერიმენტები არ ჩაგვიტარებია და ეს მხოლოდ ვარაუდია).
სანერგის აუცილებლობა. ცხადია, კარგია თუ მცენარე თავიდანვე საბოლოო ადგილზე დაითესება, მაგრამ ეს არარეალურია, რადგან ცხვარი და საქონელი ახალ აღმონაცენს საშველს არ მისცემს. რეალურად, აუცილებელია სანერგის მოწყობა. ცხადია არსებობს ვარიანტი ნათესი შემოირაგოს, მაგრამ მასიურად ეს ვერ მოხერხდება.
სანერგის სპეციფიკა.
ჩვენ ჩავატარეთ ასეთი ცდა: თუნუქის 1, 5 მეტრიანი მილი ავავსეთ მიწით და დავთესეთ მასზე ფისტა. 3 წლის შემდეგ, მიწისზედა ნაწილის სიმაღლემ მიაღწია 40 სანტიმეტრს, ფესვის სიგრძემ კი გადააჭარბა 1, 5 მეტრს. მეორე შემთხვევაში თესლის ნიადაგში ჩავრგეთ და ვრწყავდით. ფესვები ჰორიზონტალურად განვითარდა. ორივე მცენარე გადავრგეთ ბუნებრივ პირობებში. მეორე თანდათან დაბუჩქდა.
ექსპერიმენტების რაოდენობა არ იყო სამეცნიერო დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი, მაგრამ იგი ვგონებ მიუთითებს, რომ ნერგების სანერგეებიდან შეძენისას სიფრთხილეა საჭირო. სანერგე მეურნეობები ყიდიან მეორე ტიპის ნერგებს, რადგან პირველი ტიპის 5 – 6 წლიანი ნერგების ამოთხრა, ფესვების ძლიერი დაზიანების გარეშე, შეუძლებელია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ვფიქრობთ, ინტერსიური მეცხოველეობის რაიონებისათვის ნერგები ყუთებში (მილებში) უნდა გამრავლდეს. ეს დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, მაგრამ შემცირდება პლანტაციის გაშენების კომპლექსური ხარჯები – აღარ იქნება საჭირო ნერგების ამოთხრის ხარჯი; დარგვის ხარჯი შემცირდება; შესაძლებელი გახდება სანერგე გაკეთდეს ნებისმიერ ადგილზე.
14. ფისტას წარმოების მსურველთათვის
ჩვენ ვცდილობთ მეწარმეთა ყურადღება მივაპყროთ ფისტის წარმოების პერსპექტივებს. ფისტა ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული მცენარეა, მრავალმხრივი და უპირველეს ყოვლისა– ეკონომიკური ეფექტით. მეწარმეთა ყურადღება გვინდა მივაპყროთ, რომ პლანტაციების გაშენებისას ყველა გადაწყვეტილება სისტემურად უნდა იქნეს გააზრებული. ეს სპეციალურად ამ მიმართულებით მუშაობას მოითხოვს.
პირველადი ამოცანა პლანტაციის გაშენებისას არის სტრატეგიულად კონკურენტული, თანამედროვე ჯიშების შერჩევა. ნაკლებკონკურენტული ჯიშებითა და ტექნოლოგიებით გაშენებული პლანტაციის არარაციონალობა გამოვლინდება მრავალი წლის შემდეგ, როცა სიტუაციის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
ასე მოხდა ზოგიერთ სფეროში, რადგან უცხოური მწარმოებელი ფირმები არ არიან დაინტერესებული კონკურენტი გაიჩინონ და ურჩევნიათ მოძველებული ჯიშები და ტექნოლოგიები მოგვყიდონ. პლანტაციის გაშენებისას აუცილებლად ისარგებლეთ სპეციალისტთა კონსულტაციით.

ლევან შენგელია
medgeo.net
agrokavkaz.ge

1 комментарий:

  1. სპეციალური სესხის შეთავაზება: dayvilla.hayley@gmail.com
    მე კერძო საფინანსო ექსპერტთა შეუძლია გააკეთოს სესხი 20,000 ევრო 000,000 ევრო 10. არც ერთი პატიოსანი ადამიანი. დღესთან დაკავშირებით ახალი წელი 2016 დღესასწაულები, ვაკეთებთ ხელშეწყობა ყველა ჩვენი ფინანსური მომსახურების და საინვესტიციო. ჩვენ საშობაო სპეციალური სესხების და ბევრი შემდეგი სესხების - ფინანსური სესხი - მთავარი სესხის - საინვესტიციო სესხი - ავტო სესხი - ვალის კონსოლიდაცია - ბინის - პირადი სესხი.
    თქვენ მოხდა, აკრძალულია საბანკო და თქვენ არ სასარგებლოდ ბანკების ან უკეთესი აქვს პროექტის და საჭირო დაფინანსება, ცუდი საკრედიტო ან საჭიროების ფული რომ გადაიხადოთ გადასახადები, ფულის ინვესტირებას ბიზნესის . ასე რომ, თუ თქვენ უნდა ფულადი სესხი არ გამომეხმაუროთ, რომ უფრო მეტი ჩემი ძალიან ხელსაყრელი პირობები.
    საკონტაქტო: dayvilla.hayley@gmail.com

    ОтветитьУдалить