среда, 10 августа 2016 г.

ნესვის სასარგებლო თვისებები

ნაყოფი, რომლის დანახვასაც მივეჩვიეთ ჩვენ სუფრაზე და გვიყვარს, არის  ჩვეულებრივი გოგრის ოჯახიდან  (Cucurbitaceae), მას აქვს მცოცავი ღერო,რომლის სიგრძე მიახლოებით 3 სმ- ია.ნესვის ნაყოფი არის დიდი და ძალიან არომატული.არსებობს რამდენიმე ტიპის ნესვი: თეთრი, ღია ფორთოხლის ფერი  ან მომწვანო.

ნესვს აქვს  ბევრი სასარგებლო თვისება.  ნესვის მწიფე ნაყოფი შეიცავს ნახშირწყლებს, რომელსაც კარგად იწოვს ადამიანის ორგანიზმი.ნახშირწყლების ძირითადი ნაწილი შეიცავს გლუკოზას,ფრუქტოზას და საქაროზას.
ასევე ნესვის რბილობი შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინებს და ვიტამინ C,  აგრეთვე ის შეიცავს მინერალურ მარილებს კალიუმს, რკინას, მაგნიუმს,რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში სისხლის კარგი მიმოქცევისთვის, აგრეთვე ჟანგვააღდგენითი პროცესებისთვის. კალციუმი და სელენი რასაც შეიცავს ამ ხილის ნაყოფი , ძირიდათ გავლენას ახდენს სისხლის ფორმირებაში გულსისძარღვთა სისტემაზე, ეს წარმოადგენს ნაწილს იმუნურ სისტემისას, რომელიც კარგად მოქმედებს  ფარისებრ ჯირკვალზე.ნესვის რბილობი შეიცავს ბოჭკოს და პექტინს, ისინი საერთოდ არ გადამუშავდება კუჭნაწლავის ტრაქტში, მაგრამ აუმჯობესებს პერისტალტიკას და  ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების გადამუშავებაში ჩვენს ნაწლავებს, ეხმარება მათ განეიტრალებაში  და ორგანოებიდან გარეთ გამოდევნაში.

ნესვის სასარგებლო თვისებები

ნესვის ჭამის დროს ვიუმჯობესებთ და ვაძლიერებთ მომნელებელ სისტემას.ნესვი განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ იგი შეიცავს მაღალი დონის ფოლიუმის მჟავას, და იგი თავის მხრივ ასტიმულირებს სისხლის წითელ უჯრედებს ადამიანის ძვლის ტვინში,აგრეთვე არეგულირებს მჟავიანობას კუჭში. სწორედ ამიტომ  ნესვი არის ძალიან გამოსადეგი მათთვის, ვინც განიცდის ფოლიუმის მჟავის დეფიციტს, თუ დღეში მიიღებთ მხოლოდ 150 გრ ამ ძვირფასს და სასარგებლო პროდუქტს, თქვენ შეივსებთ დღიურ ნორმას ფოლიუმის მჟავისას.ასევე, თუ თქვენ მიიღებთ , მაგალითად, იგივე 150 გრ ნესვს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უზრუნველყოფენ ყოველდღიური  კალიუმის და მაგნიუმის ნორმას ორგანიზმში, ასევე ისეთ იშვიათ მინერალურ ნაერთს როგორიც არის  გერმანი, რომელიც ეხმარება გულსა და თირკმელებს ნორმალურ მუშაობაში, ამცირებს არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს სისხლში. ნესვი არის რეკორდსმენი  კალიუმის და მაგნიუმის შემცველობის მხრივ, ის უფრო მეტ რაოდენობას შეიცავს ვიდრე კიტრი, კომბოსტო და  მსხალი.
რაც უფრო მწიფდება ნესვი, ის უფრო მეტად შეიცავს ფრუქტოზას. იგი არის ძალიან ტკბილი ვიდრე შაქარი, მაგრამ მისგან განსხვავებით  ნესვი არ იწვევს  პანკრეასის დაავადებას, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია  დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.ფრუქტოზა არის ბუნებრივი კომპონენტი და შესაფერისი პროდუქტი მოხუცთათვის  და ხანშიშესული ადამიანებისთვის.მასზე საუკეთესო სახის შაქარს თქვენ ვერ ნახავთ,რომელსაც გამოიყენებთ  განსაკუთრებით  ქოლესტერინის მოშლის , მეტაბოლიზმის და ნაწლავის ფუნქციის მოშლილობის და ათეროსკლეროზის დროს. გლუკოზა რასაც შეიცავს ნესვი, ახდენს სისხლში შაქრის ნორმალიზირებას. ნესვის განსაკუთრებული თვისება ის არის , რომ მას შეუძლია დააგდოს ზედმეტი წონა. ის განსაკუთრებულია მათთვის ვისაც უნდა გახდომა. დაე , თქვენი მაგიდა დაამშვენოს ნესვმა, რადგან ის ნაკლებკალორიულია. ის შეიცავს ძალიან ბევრ სითხეს 67%, და ნაკლებ კალორიას, დაახლოებით 100გრ ნესვი შეიცავს 42 კალორიას, და ეს მხოლოდ ბუნებრივი შაქრის წყალობით, რასაც შეიცავს ნესვი. სწორედ ამიტომ უნდა მოვაწყოთ ორგანიზმის განტვირთვის დღე, ის შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს და სწორედ ამის წყალობით იწმინდება ორგანიზმი.ის დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს,რითიც ის არის ღირებული და არ შეიცავს სახამებელს. თირკმელების და საშარდე გზების დაავადების შემთხვევაშიც კი ასეთმა ავადმყოფებმა

მშვიდად შეუძლიათ მიიღონ ნესვი, რადგან მას აქვს შარდმდენი ეფექტი და არ აზიანებს ამ ორგანოებს. ნესვს ასევე არ გააჩნია პირდაპირი უკუჩვენებები და  თითქმის გამოიყენება ყველა ქრონიკული დაავადებების დროს.
შემოდგომაზე, როცა ჩვენს ბაზარზე ბევრი ხილია და ბოსტნეული და არის ნესვის სეზონი, უმჯობესი იქნება ჩაიტაროთ  ე.წ. "ნესვის" მკურნალობა. ნესვი ჩვენს ორგანიზმში მუშაობს როგორც კარგი დამლაგებელი, ის წმინდავს ორგანიზმს ნარჩენებისგან და ტოქსინებისგან, აუმჯოებესებს თირკმელების მუშაობას, წმინდავს სისხლძარღვებს და კაპილარებს. მასში შემცველი დიდი რაოდენობის სითხე ადამიანის ქსოვილებიდან და ორგანიზმიდან დევნის ზედმეტ ნარჩენებს. თუ თქვენ გაწუხებთ კენჭები, მაშინ ნესვის რბილობი თქვენთვის ზედგამოჭრილია, რადგან მასში შემცველი ტუტე კომპონენტები   შლის ქვებს.
ნესვის სეზონის დროს აუცილებელია მიიღოთ დღეში რამდენიმე  ნესვის ნაჭერი,უმჯობესია ეს გაკეთდეს კვებებს შორის .ნესვის დიეტაზე მყოფ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ოსტეოქონდროზი, უჩერდებათ ტკივილი წელის არეში,და უუმჯობესდებათ მოძრაობა ხერხემალში. თუ თქვენ მიირთმევთ 500 გრ ნესვს დღეში, მაშინ აღარ შეგაწუხებთ მუცლის შებერილობა და შეკრულობა,  გაგიუმჯობესდებათ კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობა.

 http://forum.georgianels.ge/forum/29-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93/

Комментариев нет:

Отправить комментарий